Сулико (сьыланкыв): версиякостса торъялӧм

Пытшкӧссӧ чышкӧма Пытшкӧссӧ содтӧма
Новая: '''Сулико''' тайӧ грузин да роч войтыр сьыланкыв. Категория:Сьыланкывъяс [[en:Sulik...
 
Вежӧмсӧ гӧгӧрвоӧдӧмыс абу
Визь 1:
'''Сулико''' тайӧ [[Грузинъяс|грузин]] да [[Рочьяс|роч]] войтыр сьыланкыв.
 
А. Церетелилӧн аслыспӧлӧс кывбурыс:
 
'''სულიკო'''
 
:საყვარლის საფლავს ვეძებდი,
:ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
:გულამოსკვნილი ვჩიოდი:
:„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“
 
:ეკალში ვარდი შევნიშნე,
:ობლად რომ ამოსულიყო,
:გულის ფანცქალით ვკითხავდი:
:„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
 
:ნიშნად თანხმობის კოკობი
:შეირხა... თავი დახარა,
:ცვარ-მარგალიტი ციური
:დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
 
:სულგანაბული ბულბული
:ფოთლებში მიმალულიყო,
:მივეხმატკბილე ჩიტუნას:
:„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
 
:შეიფრთქიალა მგოსანმა,
:ყვავილს ნისკარტი შეახო,
:ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
:თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“
 
:დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
:სხივები გადმოსულიყო,
:მას შევეკითხე შეფრქვევით:
:„შენ ხომ არა ხარ სულიყო?!“
 
:დასტური მომცა ციმციმით,
:სხივები გადმომაყარა
:და იმ დროს ყურში ჩურჩულით
:ნიავმაც ასე მახარა:
 
:„ეგ არის, რასაც ეძებდი,
:მორჩი და მოისვენეო!
:დღე დაიღამე აწ ტკბილად
:და ღამე გაითენეო!
 
:„სამად შექმნილა ის ერთი:
:ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
:თქვენ ერთანეთი რადგანაც
:ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.
 
:მენიშნა!.. აღარ დავეძებ
:საყვარლის კუბო-სამარეს,
:აღარც შევჩვი ქვეყანას,
:აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
 
:ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
:ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
:და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
:ვერ გამომითქვამს ენითა!
 
:ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
:დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
:ახლა კი ვიცი, სადაც ხარ:
:სამგან გაქვს ბინა, სულიკო!
[1895]
 
 
[[Категория:Сьыланкывъяс]]